სოკოს ჩაშუშული
ინგრედიენტები:
მარილი და წიწაკა
ოხრახუში და ქინძი
ტარხუნა
მწვანე ხახვი
ზეთი
ნიორი
ხახვი
ქამასოკო
მომზადების წესი:
ქამა სოკო გარეცხეთ და დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ საკუთარ წვენში. წვენის დაშრობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ მცირე რაოდენობით წყალი, წყალიც რომ დაშრება დაასხით ზეთი და დააყარეთ წვრილად დაკეპილი ხახვი და ნიორი. ხახვი და ნიორი, რომ მოიშუშება დააყარეთ წინასწარ გარეცხილი, დაჭრილი და ერთმანეთში არეული ყველა მწვანილი. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი, შეაზავეთ პილპილით, მარილით და გემრიელად მიირთვით!