თეგებით ძიება

როდის ვიქნებით, იღბლიანი და როდის უნდა ვიყოთ, შედარებით ფრთხილად? - ასტროლოგების რჩევა

ასტროლოგები გვეუბნებიან, როდის ვიქნებით, იღბლიანი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

12 ივნისი

ეს დღე თქვენი საუკეთესო თვისებების, უნარებისა და ცოდნის წარმოჩენაში დაგეხმარებათ და წარმატებისკენ გიბიძგებთ. ძალიან დიდ მოტივაციას იგრძნობთ და გექნებათ ენერგია, რომ ახალ გამოწვევებს ღირსეულად შეხვდეთ, გადალახოთ და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღოთ. აღნიშნული დღე საკუთარ სიძლიერეში კიდევ უფრო მეტად დაგარწმუნებთ და ნახავთ, რომ იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე თავად გეგონათ.

13 ივნისი

არის ისეთი რამ, რის დაწყებასაც უკვე დიდი ხანია, აპირებთ და მოტივაცია ვერ იპოვეთ, ან ფიქრობდით, რომ არახელსაყრელი დრო იყო? ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს დღე სწორედ მსგავსი საქმეების შესასრულებლადაა იდეალური. წარმატება და იღბალი თქვენ მხარეს იქნება. თამამად წამოიწყეთ ახალი პროექტები, დაიწყეთ იმ საქმის განხორციელება, რაც სულ გინდოდათ, რომ გაგეკეთებინათ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

14 ივნისი 

ამ დღეს შესაძლოა, ენერგიის დაქვეითება და უმოტივაციობა იგრძნოთ და იფიქროთ, რომ გარკვეული საქმეების შესრულება არ შეგიძლიათ. ნუ ინერვიულებთ, მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდებით. იქამდე კი მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ დრო აუცილებლად საკუთარ თავსა და დასვენებასაც უნდა დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციურ სიცარიელეს იგრძნობთ.

15 ივნისი

ამ დღეს თქვენი შრომისა და თავდადების შედეგს დაინახავთ. შესაძლოა, მოულოდნელად ფინანსური წახალისება, ბონუსი, შექება, აღიარება მიიღოთ და ამის გამო, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაგიჩნდეთ, რომ წინ წახვიდეთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა