რომელია ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც საკმაოდ რთული კვირა ექნებათ? - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას რჩევით მიმართავს:
ვერძი – რთული კვირაა. არაა გამორიცხული თქვენდაუნებურად გაებათ ინტრიგებში, მოგიწიოთ სხვათა პრობლემების გადაჭრა და საკუთარი საქმეების უკანა პლანზე გადაწევა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან დაგეგმილი პროექტებიც ილუზორული აღმოჩნდა და პარტნიორებიც გაგიცრუებენ იმედს. სწორედ ისინი გაგაღიზიანებენ ყველაზე მეტად და შექმნიან იმ ნეგატიურ ფონს, რაც პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში შეგიშლით ხელს. იმოქმედეთ დამოუკიდებლად, ნუ გექნებათ ახლობლების და მეგობრების დახმარების იმედი, ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
კურო – არასასიამოვნო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ძალიან გაგიჭირდებათ იდეების და დაგეგმილი პროექტების განხორციელება. მოიმატებს ინტრიგების და მოტყუების, კოლეგათა მხრიდან უპასუხისმგებლობის და საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის ალბათობა. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და ნეგატიურად აისახება თქვენს რეპუტაციაზე. მოერიდეთ მსხვილი კაპიტალის დაბანდებას, საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს და ზედმეტ ხარჯს.
ტყუპები – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. ახლა თქვენი დროა, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. რა თქმა უნდა შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და პოზიტიური შანსების გამოყენებას, მაგრამ სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად ვერც თქვენ დააღწევთ თავს დედამიწის ნეგატიური ენერგოველის გავლენას. ეცადეთ იმოქმედოთ დამოუკიდებლად, ნუ გექნებათ სხვათა დახმარების იმედი. გაამახვილეთ ყურადღება ინდივიდუალურ პროექტებზე და მოერიდეთ კოლექტიურ მუშაობას. არ აჰყვეთ ილუზიებს, ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი, პარტნიორთა შესაძლებლობები და იდეების რეალიზაციის შანსები. დაიოკეთ სულსწრაფობა და ფულის სწრაფად შოვნის სურვილი.
კირჩხიბი – საკმაოდ მძიმე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო დაამძიმებენ ინტრიგები და ჭორები, გააქტიურებული კონკურენტები და ფარული მტრები. ენას კბილი დააჭირეთ და მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, კარგი კვირაა ახალი სამსახურის მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
ლომი – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, თუმცა მოგიწევთ ეგოიზმის, პრეტენზიულობის და ძალაუფლებისკენ სწრაფვის დაოკება, რადგან მოჭარბებული ამბიციები და ამპარტავნობა მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. კარგი კვირაა ქველმოქმედებისა და სხვათა, განსაკუთრებით მოხუცთა დახმარებისთვის. მოერიდეთ რისკს და დაუფიქრებლად მოქმედებას. ნუ უგულებელყოფთ ავტორიტეტული ადამიანების რჩევებს, ნუ დაიჩემებთ საკუთარი აზრების სისწორეს, რადგან ასე ობიექტურობის შეგრძნებას დაკარგავთ და გაგიჭირდებათ მოვლენების რეალურად შეფასება.
ქალწული – რთული და დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, აუცილებლად გაღიზიანებას გამოიწვევს და შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომებიც დაგაშვებინოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიეთ პარტნიორები, რადგან შესაძლოა სწორედ მათ შეგიქმნან გაუთვალისწინებელი პრობლემები.