თეგებით ძიება

ხბოს ხორცის სალათი

ინგრედიენტები:

ხბოს ხორცი - 200 გრ;

მაიონეზი - 50 გრ;

ბულგარული წიწაკა (წითელი და მწვანე) – 50 გრ;

კამა - 20 გრ;

თეთრი პილპილი და მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

ხორცი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ.

მოხარშული ხორცი დაწეწეთ წვრილად და გრძლად.

დაწეწილი ხორცი გადაიტანეთ მოზრდილ ჯამში.

დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და წვრილად დაჭრილი კამა.

ბოლოს, მოასხით მაიონეზი, თეთრი პილპილი, მარილი და ერთმანეთში კარგად გადაურიეთ.

შენიშვნა:

წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა გადაიტანეთ ცალკე ჯამში, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ, დაახლოებით, 15 წუთით. შემდეგ კარგად გაწურეთ და სალათს გაწურული ბულგარული წიწაკა გადაურიეთ - ამგვარად ხბოს ხორცის სალათი არ აწყალდება.

სალათი შეგიძლიათ, სალათის ფოთლებითა და ბროწეულის მარცვლებით გააფორმოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა