თეგებით ძიება

თბილისში წყალი 14 საათით შეწყდება - გადამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, წყალმომარაგება გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდება.

,,16 ივნისს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, სოფ. პატარა ლილო, აღმაშენებლის და თამარ მეფის ქ. კვეთაზე ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 ივნისს 12:00 საათიდან 17 ივნისის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

სოფ. პატარა ლილოს (სრულად).

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა