თეგებით ძიება

„ვისაც აგინებს, ის ზოგჯერ მაინცდამაინც არ მგონია საგინებელი...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მწერალ, გურამ პეტრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გურამ პეტრიაშვილი ჩემი მეგობარია. ორ კვირაში ერთხელ მოდის ხოლმე სამუშაო დღის დასასრულს და დიდხანს ვლაპარაკობთ. დიდწილად ვერ ვთანხმდებით ხოლმე – ვისაც აგინებს, ის ზოგჯერ მაინცდამაინც არ მგონია ის კაცი საგინებელი – მაგრამ მგონი ასე უფრო საინტერესოა. სხვა საკითხია, რამდენად იყო კულტურის მენეჯერის ხელობა მისი საქმე – ფაქტია, რომ მოქალაქეების უმრავლესობის მეხსიერებას სწორედ იმდროინდელი გამოსვლებით შემორჩა და დიდწილად ჰომოსოვიეტიკუსი ელიტა და მათი არაბიოლოგიური შთამომავლობა, ჩვენებური ე.წ. პროგრესული წრეები ცდილობენ, ძირითადად, შარჟულ პერსონაჟად წარმოადგინონ. მე კიდევ არ მიზიდავს სტერილური, უბიოგრაფიო ადამიანები, გაზეპირებული პილიტკორექტულობით, შეუცდომლობით და სხვა. გურამ პეტრიაშვილზე ნიჭიერი მეზღაპრე იშვიათად მოიძებნება – ამავდროულად, სრულიად შესანიშნავი პოეტია. მე არ მეგულება ომზე დაწერილი უკეთესი ლექსი, ვიდრე მაგალითად ეს არის:

“მთელი ღამე

ბიძაჩემი შფოთავდა ძილში…

ომში, მის გვერდით გასკდა ყუმბარა

და აი უკვე ოცი წელია,

ტვინში ჩარჩენილ

რკინის ნამსხვრევზე

ფეხს იტეხენ და ბორძიკობენ

მისი სიზმრები.” - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა