დაიღუპა დეიდა და დისშვილი - რუხთან მომხდარი ავარიის ახალი დეტალები
სამეგრელოში, რუხთან მომხდარი ავარიის შედეგად ოჯახის წევრები დაიღუპნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გარდაცვლილები დეიდა და დისშვილი არიან. მათი ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ავტოავარიის შედეგად, ასევე დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები მუშაობენ.