სტოლტენბერგი, შესაძლოა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლამდე დარჩეს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ვისი უფლებამოსილებაც 2023 წლის სექტემბერში იწურება, ამ თანამდებობაზე, შესაძლოა, 2024 წლის შემოდგომამდე დარჩეს. ამის შესახებ Deutche Welle სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.
ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანია, რომ ნატოს ქვეყნები სტოლტენბერგის შემცვლელის კანდიდატურაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე ალიანსის ერთიანობის დემონსტრირებას ცდილობს.
სტოლტენბერგისთვის უფლებამოსილების გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მხარს უჭერს. ჯო ბაიდენის აზრით, სტოლტენბერგი ამ რთულ პერიოდში თავის უფლებამოსილებას წარმატებით ართმევს თავს.
იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას უკვე 9 წლის განმავლობაში იკავებს.