თეგებით ძიება

"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა" - რას წერს გიორგი გახარია?

პოლიტიკოს, გიორგი გახარიას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ძალადობის წახალისება დაიწყო.

"ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის. 

ოცნებამ, ისევე როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.

ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. 

ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. 

ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! 

ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!", - წერს გახარია.

შეგახსენებთ, დღეს დილით, ბორჯომში მიმავალ ზურაბ ჯაფარიძეს მანქანაში დაესხნენ თავს და დაზიანებები მიაყენეს, მოგვიანებით კი იმ სასტუმროში, სადაც "გირჩი მეტი თავისუფლების" სემინარი უნდა ჩატარებულიყო, სავარაუდოდ ალტინფოელი ორკები მიცვივდნენ, "ოცნების" პროპაგანდისტებთან ერთად და შიგნით მყოფ ახალგაზრდებს ქვებს ესვრიან და ემუქრებიან.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა