თეგებით ძიება

"გოგონა იყო ჩავარდნილი წყალში. ჩაყვინთავდა, ამოყვინთავდა და შველას ითხოვდა" - ვინ არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ბავშვი გადაარჩინეს?

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 19 ივნისს ფეხბურთელებმა გოგონა მდინარეში დახრჩობისგან გადაარჩინეს.

"გოგონა დახრჩობას გადაარჩინეს სენაკის "ეგრისის" ფეხბურთელებმა

ლუკა მოქია და გოგა ოყუჯავა - რომ არა ეს ბიჭები, დღეს შეიძლება სენაკში ტრაგედია დატრიალებულიყო.

"ძალიან ცხელოდა და გადავწყვიტეთ მდინარეზე წავსულიყავით. მდინარე ტეხურს რომ გადავხედე, ძალიან ამღვრეული იყო, მაგრამ მაინც ჩავედით. იქ ბავშვებიც იყვნენ, ფოტოებს იღებდნენ და საჭმელს მიირთმევდნენ. მანდვე პატარა კლდესავით არის და იქ იყო კიდევ ერთი გოგონა ასული. ჩვენ აქით ვბანაობდით. რამდენიმე წუთში იმ მხარეს ყვირილივით გავიგე. რომ გამოვიხედე, ის გოგონა იყო ჩავარდნილი წყალში. ჩაყვინთავდა, ამოყვინთავდა და შველას ითხოვდა, ყვიროდა. პირველი რაც გავაკეთე, სწრაფად რომ მივსულიყავი მასთან, ხმელეთზე გავედი და იქიდან სირბილით წავედი მისკენ, შემდეგ წყალში გადავხტი იმ ადგილას და მივაღწიე თუ არა მასთან, თვითონვე მომეხვია და წვალებით წამოვიყვანე უახლოეს კლდემდე. მერე ჩემი თანაგუნდელი გოგა ოყუჯავაც მომეშველა. ბოლოსკენ უკვე ძალაც არ მყოფნიდა, დინებაც მიშლიდა ხელს. ბოლოს ხალხიც მოვიდა და შევძელით მისი ნაპირზე გამოყვანა. ეს ამბავი როცა მოხდა აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ მე და გოგა ვიყავით ვინც ცურვა იცოდა, მადლობა უფალს რომ იქ ავღმოჩნდით, თორემ გარშემო ძირითადად ბავშვები იყვნენ და არც მინდა იმის გაფიქრება რა შეიძლება მომხდარიყო. ღმერთის წყალობა იყო დღევანდელი დღე ჩვენთვის", - ციტირებს ლუკა მოქიას შოთო სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა