თეგებით ძიება

თბილისში წყალი 6 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

,,ხვალ, 21 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ახალმოწამეთა ქ. N23-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 21 ივნისს 12:00 საათიდან  21 ივნისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

ნაძალადევის რაიონში:

ხეხილსანერგე მეურნეობაში: ახალ მოწამეთას ქუჩას, ახალმოწამეთა შესახვევს, დადიანი-ანჩაბაძის ქუჩას შესახვევებით, ნინო წერეთლის შესახვევს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა