თეგებით ძიება

გაიცანით ზოდიაქოს ნიშებენი, რომლებიც ყოველგვარ უბედურებას მოთმინებით უძლებენ

ხშირად უფრო მეტი გამბედაობაა საჭირო დუმილისთვის, ვიდრე საპასუხოდარტყმისთვის - ბუკერ ვაშინგტონი;

ტანჯვა წუწუნის გარეშე უმაღლესი სათნოებაა - ერიხ ფრომი;

ზოგიერთ ადამიანს შეუძლია, გადალახოს ყველაზე საშინელი სიტუაცია ოფლისღვრის გარეშე. ისინი უცრემლოდ იტანენ უზარმაზარ ტკივილს და  გაჭირვებას.

ძველი ბერძნები ასეთ ადამიანებს სტოიკოსებს უწოდებდნენ. სტოიციზმი ფილოსოფიური სკოლა იყო, რომელიც ათენში ზენონ კიტიოსელმა დააარსა.

გაგაცნობთ ზოდიაქოს ნიშანებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებიან ქარიშხლის ცენტრში და ყოველგვარ უბედურებას წმინდანის მოთმინებით უძლებენ:

კურო

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები უფრო პრაქტიკული და ლოგიკურად მოაზროვნეა, ვიდრე ემოციური და ცრუმორწმუნე, რასაც მათი მიწის ნიშანი განაპირობებს. ისინი არ შეშინდებიან და არ დაიწყებენ ყვირილს უმცირესი უბედურების გამო. განმარტოებული, სულგრძელი, შეუპოვარი და დაუოკებელი კურო ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ წვრილმან სისულელეში ჩაიძიროს.

აბა, სცადეთ და ყველაზე ძლიერად შეუტიეთ მათ, ისინი მხრებს აიჩეჩენ და გეტყვიან: მე მეგონა, რომ ძლიერი იყავი.

თხის რქა

მიწის ნიშანი თხის რქა ზოდიაქოს ყველა ნიშანს შორის ყველაზე პრაქტიკულად მოაზროვნეა: თუ გინდა, რომ ეს სწორად გაკეთდეს, შენ თვითონ უნდა სცადო.

შრომისმოყვარე, მომთმენი და ლოგიკურად მოაზროვნე თხის რქა არასოდეს წუწუნებს. მათი აზრით, მთელი ენერგია, რომელსაც ადამიანი ხარჯავს სინანულსა და უიღბლობის გამო ტირილზე, უმჯობესია გეგმის შედგენას მოახმაროს, რათა, უბრალოდ, გაიუმჯობესოს მდგომარეობა. თუ თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულები რაიმე სახის სირთულეში ეხვევიან, იქნება ეს რომანტიკული, ფინანსური თუ სამედიცინო, ისინი არ ჩავარდენიან დეპრესიაში ან არ გაბრაზდებიან და ამის ნაცვლად ყურადღებას ამახვილებენ საუკეთესო გამოსავალზე. ბოლოსდაბოლოს, პრობლემაში ჩაძირვა ხომ მხოლოდ ახალ პრობლემას ქმნის!

მერწყული

წყლის მზიდავი მერწყული არასოდეს წუწუნებს, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი წყალს სათითით ზიდავენ თუ 50-ლიტრიანი ჭურჭლით - ისინი აუცილებლად მივლენ დანიშნულების ადგილამდე. მერწყულს სატურნი მართავს, ამიტომ ისინი ფრთხილი, გულმოდგინე და პრაგმატულები არიან. უაღრესად კეთილშობილ მერწყულებს არ სურთ, რომ სხვებმა იგრძნონ მათი გაჭირვება.

ისინი უაღრესად ყურადღებიანები არიან და სძულთ სხვებზე გავლენის მოხდენა. დრამისა და ტირილისადმი ძლიერი ზიზღით დაბადებულები, ისინი ინარჩუნებენ მშვიდ გარეგნობას, რაც არ უნდა ქაოტური იყოს მათი პირადი ცხოვრება ან შინაგანი სამყარო. მაშინაც კი, თუ მათ ბრძოლაში ხელი დაკარგეს, ისინი იტყვიან: ეს მხოლოდ მსუბუქი ჭრილობაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა