წარსულში დატოვებულმა პრობლემებმა შესაძლო, თავი კვლავ შეგახსენოთ - ასტროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ
ასტროლოგები ამბობენ, რომ გარდა ნათელი დღეებისა, ივლისში, განსაკუთრებით კი თვის მეორე ნახევრიდან შესაძლოა, გარკვეული სირთულეები დაიწყოს.
უფრო კონკრეტულად კი, წარსულში დატოვებული გაურკვეველი საკითხები სრული სიცხადით ამოდის ზედაპირზე და ადამიანებს აიძულებს, პირისპირ შეხვდნენ იმ საკითხებს, რომლებზე საუბარიც არ სურდათ, ან გაურბოდნენ.
პლანეტა პლუტონი ყველა დაფარულ პრობლემას ახლა გაასაჯაროებს და შესაძლოა, ამან ადამიანებში მომატებული შფოთვა, სტრესი, გაძნელებული კომუნიკაცია გამოიწვიოს. მოგიწევთ, წარსულში დატოვებული, თაროზე შემოდებული საქმეები კვლავ გაიხსენოთ, შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობა ბოლომდე არ გაგირკვევიათ და ახლა ეძებოთ პასუხები იმაზე, რაზეც ადრე უნდა მიგეღოთ.
პლანეტა პლუტონი ყველა დაფარულ პრობლემას ახლა გაასაჯაროებს და შესაძლოა, ამან ადამიანებში მომატებული შფოთვა, სტრესი, გაძნელებული კომუნიკაცია გამოიწვიოს. მოგიწევთ, წარსულში დატოვებული, თაროზე შემოდებული საქმეები კვლავ გაიხსენოთ, შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობა ბოლომდე არ გაგირკვევიათ და ახლა ეძებოთ პასუხები იმაზე, რაზეც ადრე უნდა მიგეღოთ.
თუმცა, სირთულეების გარდა, მომდევნო თვეში ბევრი დადებითი შესაძლებლობაც გელით. ასტროლოგების თქმით, ივლისი საკმაოდ პროდუქტიული თვე იქნება. სრულად შეგეძლებათ საკუთარი პოტენციალი, უნარები, შესაძლებლობები გამოავლინოთ, დაწინაურდეთ სამსახურში, შეიცვალოთ პოზიცია და განვითარდეთ.
ამავდროულად, ივლისის თვეში არის შედარებით საყურადღებო თარიღები, რა დროსაც ჯობს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ:
ასტროლოგების თქმით, 13 ივლისიდან ადამიანების ენერგია და შემართება მცირდება და თუკი თვის მეორე ნახევარში ახალი საქმეების წამოწყებას დაგეგმავთ, შესაძლოა, სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ. ამიტომ, მთავარი რჩევაა, რომ ივლისის თვის პირველი ნახევარი სწორედ ახალი საქმეების, პროექტების, ინიციატივების წამოწყებას დაუთმოთ, მეორე ნახევრიდან კი უკვე დაწყებული საქმეების გაკეთება გააგრძელოთ.
გარდა ამისა, 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და ყველაფერი, რასაც აღნიშნული პლანეტა აკონტროლებს, შენელდება. გამოჩნდებიან წარსულში დატოვებული ადამიანებიც და შესაძლოა, ურთიერთობის აღდგენაც გადაწყვიტოთ, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგანაც შესაძლოა, ეს ურთიერთობა ისევე სწრაფად დასრულდეს, როგორც დაიწყეთ.
ასევე, ასტროლოგები არ გირჩევენ, რომ ამ პერიოდში გარეგნობასთან დაკავშირებული ცვლილებები განახორციელოთ - მათი თქმით, შესაძლოა, შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ.
15 ივლისიდან 20 ივლისამდე პერიოდში შეეცადეთ, მსხვილი შესყიდვებისაგან თავი შეიკავოთ.
ასევე, შეეცადეთ, ყველა სიტყვას კარგად დაუკვირდეთ, რადგანაც თვის მეორე ნახევრიდან კომუნიკაცია გაძნელებულია და პატარა უთანხმოებაც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდოს.