ვისთვის იქნება პოზიტიური ან უარყოფითი დღეები? - მიხეილ ცაგარელი მთელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აკეთებს
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი მთელი კვირის (26 ივნისი - 2 ივლისი) ასტროლოგიურ პროგნოზს აკეთებს:
ვერძი
ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა. უმჯობესია, უარი თქვათ კოლექტიურ საქმიანობაზე და მეტი დრო დაუთმოთ ინდივიდუალურ პროექტებს. კარგი პერიოდია ოჯახის წევრებთან გაუგებრობისა და უსიამოვნებების მოსაგვარებლად, მთავარია გამოიჩინოთ მეტი ტაქტი და თავშეკავება. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, დაასრულეთ ძველი პროექტები, არ ღირს ნათესავებთან დავა და მემკვიდრეობითი საკითხების გადაწყვეტა.
კურო
პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და გავლენის სფეროების გაფართოებას. კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გასამართად და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობის გასამტკიცებლად. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიტყოთ ინფორმაცია, რომელიც ერთგვარ შთაგონების წყაროდ იქცევა და ახალი იდეების ჩამოყალიბებაში, რეალიზაციასა და ფინანსური სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
საკმაოდ შედეგიანი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვას, მანამდე რთულად გადასაჭრელ საკითხებსა და პრობლემებში გარკვევას და პირადი ურთიერთობების მოწესრიგებას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ ხელმძღვანელების დახმარება, დივიდენდები ძველი საქმეებიდან და შემოსავალი ახალი პროექტებიდან. მთავარია, არ დაიზაროთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კვირის ყველა შანსი.
კირჩხიბი
ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენი ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ შემდეგი ერთი თვე საუკეთესო იქნება მთელი წლის განმავლობაში. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ყველა პრობლემის მარტივად მოგვარებას, რადგან ინტუიციაც მოიმატებს და იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. შინაგანი განახლების პერიოდია, რომელიც ახალი იდეების ჩამოყალიბებასა და პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ მთელი თვე და არ გაუშვათ ხელიდან პერსპექტიული შანსები.
ლომი
დისჰარმონიული, წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ადვილად გაბრაზდებით და გაღიზიანდებით. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, მოერიდეთ რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან ვერ შეძლებთ მათ შესრულებას და ისევ თვითონ იზარალებთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან სწორედ ამ კვირაში გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, გაძლიერდება ჭორები, ინტრიგები, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა. შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და დაასრულეთ ძველი პროექტები. მეტი დაისვენეთ, მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას, რათა მინიმალური ზარალით გაიაროთ რთული და კონფლიქტური კვირა.
ქალწული
მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, მოულოდნელი პრობლემები შეგექმნებათ მოგზაურობის ან შორ მანძილზე მგზავრობისას, მაგრამ საერთო ჯამში კვირა მაინც პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. კარგი პერიოდია ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, არაა გამორიცხული ურთიერთობა აღადგინოთ ძველ საქმიან პარტნიორებთან ან ახალი პროექტი დაიწყოთ მეგობრებთან ერთად.
სასწორი
გასულ კვირასთან შედარებით, ბევრად სტაბილური, მშვიდი კვირაა, თუმცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ისევ არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ძალიან გაგიჭირდებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა. კარგი პერიოდია მიმდინარე პროექტების დასასრულებლად, თუმცა არ ღირს ახალი საქმის დაწყება და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი, თავშეკავება და დიპლომატია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ დაწინაურებას და კარიერის განვითარებას.
მორიელი
მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მარტივი და შედეგიანი გზის მოძიებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ვარჯიშისა და ლაშქრობის მოსაწყობად, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას.
მშვილდოსანი
გასულ კვირასთან შედარებით, ეს კვირა ბევრად შედეგიანი იქნება. შეძლებთ პრიორიტეტების განსაზღვრას, პრობლემების ობიექტურად შეფასებას და რთული საკითხების გადაწყვეტას, თუმცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საკუთარი ცხოვრების, გეგმების გასაჯაროებას, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
თხის რქა
საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა, რაც ერთის მხრივ, საქმიანი ცხოვრების გაკონტროლებაში, მეორეს მხრივ, პირადი ურთიერთობების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. არ თქვათ უარი ახლობლების მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებაზე, რადგან ასე ბევრად მარტივად გადაწყვეტთ რთულ საკითხებს. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის და ლიდერული თვისებების გამოსავლენად, რაც პროფესიულ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაში დაგეხმარებათ.
მერწყული
გასულ კვირასთან შედარებით ბევრად მშვიდი კვირაა. მოიმატებს თვითრწმენა, რაც რთული საკითხების სწორად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. შეძლებთ საქმიან და პირად ცხოვრებაში პრიორიტეტების განსაზღვრას, მთავარია არ დაიზაროთ და მაქსიმუმი გააკეთოთ სასურველი შედეგის მისაღებად. პოზიტიური შანსების მიუხედავად მაინც სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა გმართებთ, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების გაკონტროლება. ეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხები კვირის დასაწყისში დაასრულოთ, კვირის ბოლოს კი, დაისვენოთ და გაერთოთ.
თევზები
საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. გაძლიერდება ინტუიცია და თვითრწმენა, რაც საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მეგობრებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გააბათ ახალი რომანტიკული კავშირები.