თეგებით ძიება

რუსულმა Red Wings-მა საქართველოში ფრენების დაწყება გადადო

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსულმა Red Wings-მა საქართველოში ფრენების დაწყება მეოთხედ გადადო.

თავდაპირველად ავიაკომპანიას სოჭი-თბილისის მიმართულებით ფრენები 2 ივნისს უნდა დაეწყო, შემდეგ 15 ივნისისთვის გადადო, შემდეგ კი - 26 ივნისს, ანუ დღეს უნდა დაეწყო.

რუსული მედია წერს, რომ ავიაკომპანიას ფრენების დაწყებაზე რუსეთის მარეგულირებელი ორგანოსგან ნებართვა ამ დრომდე არ აქვს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ Red Wings-ს, რომელიც უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებების მიერ არის სანქცირებული, ფრენების ნებართვა 18 მაისს მიანიჭა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა