თეგებით ძიება

თბილისში წყალი 8 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, მოსახლეობას წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება.

"27 ივნისს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ისნის რაიონში, თ.მუჯირიშვილის ქ. N12ა-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 ივნისს 11:00 საათიდან  27 ივნისის 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

ისნის რაიონში:

ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის,ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილს ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, აბულის, კვალეთის, ახალუბნის და შაქრიანის ქუჩებს", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა