თეგებით ძიება

"ეროვნული ბიბლიოთეკა მიუსაფარი ცხოველების მხარდამჭერი ხდება“ - გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა მიუსაფარი ცხოველების მხარდამჭერი ხდება.

"მორიგი ძალიან კარგი ამბავი გვაქვს: ეროვნული ბიბლიოთეკა მიუსაფარი ცხოველების მხარდამჭერი ხდება.

1) სოფლის ბიბლიოთეკებში მოვაწყობთ შესაბამის თემატურ საინფორმაციო კუთხეებს.

2) დაწესდება მიუსაფარი ცხოველების მფარველის დღე, რომელსაც ყოველწლიურად სპეციალური გამოფენა და სემინარი მიეძღვნება.

3) ვიწყებთ წერას 12 მიუსაფარი ცხოველის ისტორიაზე, რომელიც ერთ წიგნ–ალბომად გამოიცემა.

ამ ყველაფერს სრულიად ფანტასტიკურ ადამიანებთან ერთად, ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი და თათები • Tatebi განვახორციელებთ", - წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა