უკნიდან სახეში მუშტი დამარტყა! თავს დამესხნენ - რას ამბობს მიშა მშვილდაძე?
ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
როგორც „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მშვილდაძეს ფიზიკურად მისთვის ორი უცნობი მამაკაცი გაუსწორდა.
მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა.
"ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია, თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში უკნიდან სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი", - აცხადებს მშვილდაძე „ფორმულასთან“.