მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ- ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ნიკოლოზ გუგეშაშვილი დააკავეს.
ძალადობის მუხლით ერთი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 27 ივნისს, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა.