მარილის გამო დამაკავეს - რას ამბობს გორში სპეცოპერაციისას დაკავებული?
გორში, სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ ის 5 შეკვრა უცხო ნივთიერება, რომელიც სამართალდამცველებმა ამოუღეს, მარილი იყო და მისი დაკავება უსაფუძვლოა. ამის შესახებ დაკავებულმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა.
გორში სამართალდამცველები რამდენიმე ლოკაციაზე ამ წუთებშიც არიან მობილიზებულნი. არსებული ინფორმაციით, საგანგებო საპოლიციო ღონისძიება ნარკოტიკებს უკავშირდება.
დაუდასტურებელი ცნობით, დაკავებულია 2 ადამიანი, თუმცა, ოფიციალურად მხოლოდ ერთის დაკავებას ადასტურებენ.