თეგებით ძიება

რა დაავადებებით იღუპებიან საქართველოში ყველაზე ხშირად? - „საქსტატის“ მონაცემები

"საქსტა­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 49 118 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რაც 10 788 ერ­თე­უ­ლით (18.0%) ნაკ­ლე­ბია 2021 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

მა­თი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს შო­რის ჭარ­ბობს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სიმ­სივ­ნე­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც მო­დის გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ბა­მი­სად, 35.9 პრო­ცენ­ტი და 9.2 პრო­ცენ­ტი.

"გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი გა­ნა­წი­ლე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის ძი­რი­თა­დი კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი­სათ­ვის. 5 წლამ­დე ასა­კის გარ­დაც­ვლილ ბავ­შვებ­ში დო­მი­ნი­რებს პე­რი­ნა­ტა­ლურ პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი. 5-39 წლის ასაკ­ში ჭარ­ბობს ტრავ­მე­ბი, მო­წამ­ვლე­ბი და გა­რე­გა­ნი მი­ზე­ზე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის სხვა­დას­ხვა შე­დე­გე­ბი, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­სათ­ვის შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა, ხოლო 40 წლი­სა და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს შო­რის 2022 წელს დო­მი­ნი­რებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბი და სიმ­სივ­ნე­ე­ბი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, „საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად:

სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბით გა­სულ წელს 17 641 პირი გარ­და­იც­ვა­ლა, 2021 წელს კი 22 158;

სიმ­სივ­ნე­ე­ბით 2022 წელს სულ 4 530 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 2021 წელს კი 7 641;

სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბით 2022 წელს 2 951, 2021 წელს - 3 709;

ორ­სუ­ლო­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა და ლო­გი­ნო­ბის ხანა - 2022 წელს 18, 2021 წელს კი - 34 (მათ­გან 24 შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბებს).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა