თქვენს შვილს აშშ-ში აგზავნით, ჩვენი შვილების მომავლისთვის სსრკ გინდათ – ხათუნა სამნიძე პრემიერს
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
„მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო ბოროტება. პროპაგანდა თუ სადმე არის, გეკითხებით, სადაა? ეს ადგილები უნდა დაასახელოთ. ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში, მაგალითები, რომ მოგყავთ… თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით…
რასაც პოლიტიკაში და მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა, – თანასწორობის, – ამას ვასწავლი ჩემს შვილს. ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო უმაღლესი განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი. სანამ პროპაგანდისტებს დაგვიძახებთ, საკუთარ რიტორიკას გადახედეთ“, – უთხრა სამნიძემ პრემიერს.