თეგებით ძიება

„მძიმე დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობებისას ასაკრძალი ფრაზები...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში იმ ფრაზებს აზიარებს, რომლებიც, მისი აზრით, დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობებისას უნდა აიკრძალოს.

„მძიმე დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობებისას ასაკრძალი ფრაზები: 

,,გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია!"

,,თავი ხელში აიყვანე!"

,,თავს შემოუძახე!"

,,ნახე, გარეთ რა კარგი ამინდია!"

,,მოიხოდე, შე ჩემა!"

,,ნუ ზარმაცობ, წამომყევი, ცოტა ვივარჯიშოთ!  ისე, 100 ლარი ხომ არ გაქვს, რაღაცაზე დამჭირდა?"

,,მგონი მოგწონს ასე ყოფნა!"

,,შენ რა გჭირს სადეპრესიო, აბა, გივიმ რა თქვას?"

,,ცოლი (ქმარი) და ერთი შვილი რას დაგხატავდა ახლა, სულ დაგავიწყებდა ყველაფერს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა - ჯიუტი ხარ."

,,ხომ იცი, შენი თავის ფსიქოლოგი შენ ხარ!"

,,სარკესთან დადექი და შენს თავს ელაპარაკე!"

,,დეპრესია - შმეპრესია!"

,,დეპრესიონერა!"

მესმის, რომ ჩვენი ცოდნა და განწყობა ცუდ ინერციას გულისხმობს და დიდწილად ,,ავლიპა, ავლიპას!"  შეძახილს ეფუძნება, მაგრამ იცოდეთ, რომ მენტალური პრობლემები არის ფსიქიკური და ბიო-ქიმიური დარღვევების კომბინაცია, რომელიც მეთოდური და კომბინაციური ხერხებით იკურნება. ,,ვარჯიში და ჩქარი ტაში" კარგია, მაგრამ ეს მერე, მერე.

#ობსესიები #დეპრესია #ნევროზი #შფოთვა

p.s. დრო და დრო ჩემს გამოცდილებას შემოგაშველებთ ხოლმე - პირადად და ასე - საჯაროდაც. ოღონდ, დიდწილად, ისეთ რჩევებს მიიღებთ ჩემგან, რაც დაკვირვებას და ცოდნას ეფუძნება და არა ყალ აღგზნებას . ,,პომიდორზე ჯვარი გამოისახა" - ,,დაწერეთ ამინ!" და ,,მე დეპრესია რას მიზამს, სანამ ბებია მყავს - გამომიწერეთ ინსტაგრამზეც!" -  სხვა მისამართია“, - წერს კეკელიძე და თავისივე სტატუსის კომენტარში დასძენს: 

„არის ერთი ცნობილი ფსიქოლოგი, ბევრს გიყვართ. ძირითადად ასეთ ფრაზებს ამბობს: ,,კარგ ადამიანებთან ურთიერთობა საჩუქარია - მოუსმინეთ მათ და კარგად იქნებით!" და არის დიდი მოწონება და უი, ეს რა თქვას - კორიანტელი. მესმის, რომ ადამიანი ფრაგმენტული და უსაყრდენოა ჩვენს დროში და იოლ გამოსავალს მიელტვის, მაგრამ მერწმუნეთ, როცა პროფესიონალი გეუბნებათ, რომ თქვენი ტანჯვა მოდაშია და ამიტომ იტანჯებით - სულ მცირე, ძალიან ცდება“, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა