დააკავეს მაკლერი, რომელსაც 600-მდე დაზარალებული მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებს
დააკავეს მაკლერი, რომელსაც 600-მდე დაზარალებული მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებს. პოლიციელებმა ის იგი რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში აიყვანეს.
ქალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა დანაშაულებრივი სქემა, რომლითაც ის სავარაუდოდ მოქმედებდა, გაშიფრულია. თბილისელი მაკლერი, ჯერ დაგირავების მსურველების ნდობაში შედიოდა შემდეგ დიდი ოდენობით თანხას ართმევდა და მესამე პირისგან ნაქირავებ ბინაში უშვებდა საცხოვრებლად. თავიდან ქირასაც იხდიდა, თუმცა რამდენიმე თვეში ქრებოდა.
უძრავი ქონების აგენტი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხანგრძლივი პატიმრობა ელის, ელისო ცუცქირიძეა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცუცქირიძეს ზარალის ანაზღაურება და 7-იდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.