თეგებით ძიება

„დღეს სავსემთვარეობაა… გამოიჩინეთ სიფრთხილე!” – მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი 3 ივლისის სავსემთვარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს.

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 ივლისს სავსემთვარეობაა.

გამოიჩინეთ სიფრთხილე, მეტი წინდახედულობა, მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას, ასევე გადაწყვეტილებების მიღებას, საბუთებზე ხელის მოწერას შეძლებისდაგვარად, მკურნალობის დაწყებას ან ოპერაციებს თუ გადაუდებელი არ არის, მოერიდეთ და ნუ გაჩერდებით ტოქსიკურ ადამიანებთან, ეს დღე გაატარეთ სულიერ სიმშვიდეში და თქვენთვის სასიამოვნო გარემოში, უკეთესი იქნება თუ სახლში იქნებით…

ძალიან კარგია დასამთავრებელი ან გართულებული და დროში უსაშველოდ გაწელილი საქმეების გეგმის ჩამოწერა, რადგან როგორც არაერთხელ მითქვამს, სავსემთვარეობიდა 10-12 დღის მანძილზე ასეთი რთულად დასამთავრებელი საქმეები მარტივად სრულდება.

ასევე კარგია უახლოეს დღეებში სწორი კვების, მასაჟებისა და ვარჯიშის დაწყება, რადგან წონის კლება მარტივად ხდება უახლოეს 12 დღის განმავლობაში და ისარგებლეთ ამ სიკეთით…

დალოცეთ ყველა…

ეს მნიშვნელოვანია

გაუგზავნეთ სამყაროს მშვიდობის, ბედნიერების სიკეთისა და ბედნიერების სურვილები…

სიკეთე გქონოდეთ”, - წერს ცაგარელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა