თეგებით ძიება

უცხო ქვეყნის მოქალაქეს სარფის საბაჟოზე სხეულით ნარკოტიკი გადმოჰქონდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფში" მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

"ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული ნარკოტიკული საშუალება (საერთო წონა: 192,18 გრამი) გამოვლინდა", - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა