თეგებით ძიება

„სოფელი უდრის ყველაფერს - მათ შორის იმას, რაც შეიძლება გძულდეს კიდეც“ - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სოფელი ის სისხლიანი ტალახია, წვალებით ნასუქები ღორის დაკვლის მერე, ფეხზე რომ მოგეცხება და გაყინული წყლით ძნელად იშორებ. ღორის საზარელი ჭყივილიც არის სოფელი, მე რომ ვერ ვუძლებ და მთელი ბავშვობა ყურებში თითებს ვიცობდი. ვიცობდი, მაგრამ მაინც ჟონავდა და მერე მესიზმრებოდა. მომწონს ეს სცენა? - არა, არ მომწონს. მაგრამ სოფელი უდრის ყველაფერს - მათ  შორის იმას, რაც შეიძლება გძულდეს კიდეც. კანფეტების ადგილი ძალიან სხვაგან არის. ის ხალხიც ძალიან საყვარელი და ტკბილია, ვინც თავს ამ კანფეტით იტყუებს და სხვასაც ატყუებინებს,  მაგრამ სოფლის სიმართლე, ეგეთი ბაიათებით ვერ იმღერება. 

ჰოდა, სოფელი ის სუნიც არის, მდუღარე წყლის გადასხმის მერე, გაპუტული ღორის ბეწვის და ჭონჭყოს არევისას რომ დგება. ის სისველე - გახეულ კოლოშშიც (ვიცით მისი ქართული შესატყვისი, მაგრამ სოფელს რატომღაც დიდად ვერ უხდება) რომ უცებ შეამჩნევ და მერე ამ სისველეს, ადესისგან გაბრუებული, სადღაც შორს გრძნობ, მაგრამ მაინც ცივდები.

სოფელი ამ ამბების გაძლების ხელოვნებაა დღემდე. ეს გამძლე ადამიანები უნდა შეამჩნიო და გიყვარდეს.  ეს გაძლება რომ უხარიათ - ის ადამიანები.

 თორემ ჩურჩხელის სიყვარულს რა უნდა“, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა