თეგებით ძიება

„სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ!“ - ოლექსი გონჩარენკო

უკრაინელი პოლიტიკოსი და რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„სააკაშვილს ამ ფოტოებზე ძლივს ამოიცნობთ.

სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს! საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს უნდა მისცეს წვდომა! და ასევე სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ! ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობა კრიტიკულია!

სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მისთვის“, – წერს ოლექსი გონჩარენკო.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა