თეგებით ძიება
05. 07. 2023 მსოფლიო

თუ სააკაშვილის საკითხი არ მოგვარდა, არც ელჩი დაბრუნდება უკრაინაში - ოლექსეი გონჩარენკო

უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაძევების საკითხს ეხმიანება და არ გამორიცხავს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საკითხი ამით არ მოგვარდა, ელჩი უკრაინაში აღარ დააბრუნონ.

„ის, რაც ახლა სააკაშვილის თავს ხდება, ეს ნიშნავს, რომ მას ჰკლავენ და ეს არის საშინელება. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლება ჰკლავს ადამიანს, ჰკლავს უკრაინის მოქალაქეს და ჰკლავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, უკრაინამ, ფაქტობრივად, სიგნალი გამოუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის, რაც ხდება, მიუღებელია ჩვენთვის. უკრაინა აძლევს 48 საათს შეცვალოს ვითარება, თუ არაფერი შეიცვლება, მე ვფიქრობ, რომ არც ელჩი დაბრუნდება უკრაინაში.  ეს ნიშნავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაყინვას, ეს ჯერ არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, თუმცა ურთიერთობის გაყინვა ნამდვილად მოხდება. უკრაინის ელჩი საქართველოში დიდი ხანია, რაც არ არის და ახლა ჩვენ მივიღებთ ვითარებას, რომ არც საქართველოს ეყოლება ელჩი უკრაინაში. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ გამართლებული ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის, რომლითაც “ქართული ოცნება”,  ფაქტობრივად, ქვეყანას აძლევს რუსეთს“, – ამბობს გონჩარენკო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართელოს ელჩს უკრაინაში ქვეყნის დასატოვებლად 48 საათიანი ვადა მისცა, რომელიც დღეს იწურება. ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, გიორგი ზაქარაშილმა ხელისუფლებასთან კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე უნდა გამართოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა