თეგებით ძიება
06. 07. 2023 მსოფლიო

ამოღებულია პარიკები, წვერ-ულვაში, ყაბლი პასპორტები, ოქროს ზოდები - პრიგოჟინის სახლი გაჩხრიკეს?

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში, ასევე, ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

რუსული მედიის ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა ფერის პარიკები, წვერ-ულვაში, ყალბი პასპორტები, ოქროს ზოდები.

გამოცემის ცნობით, სახლში პრიგოჟინს აქვს პირადი სამედიცინო კაბინეტი, რომელიც სრულფასოვან საავადმყოფოს ჰგავს. 

სახლში, ჩვეულებრივ ჩანთაში ნახეს სულ მცირე 500 000 დოლარი, ევროს ბანკნოტები ცალკე იყო შეფუთული. ასევე ნაპოვნია დაახლოებით 5 კგ ოქროს ზოდები.

5 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის სახლის ჩხრეკისას იპოვეს იარაღი და ვაზნები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა