თეგებით ძიება
10. 07. 2023 მსოფლიო

მიგრანტებით სავსე ნავი გაუჩინარდა - რა მოხდა კანარის კუნძულებთან?

კანარის კუნძულებთან ნავი დაიკარგა, რომლის ბორტზე 200-მდე აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ნავს უკვე რამდენიმე დღეა ესპანელი მაშველები უშედეგოდ ეძებენ. ის სენეგალიდან კანარის კუნძულებისკენ მიცურავდა. ნავის ბორტზე ბევრი ბავშვი იმყოფებოდა.

ასევე დაკარგულია კიდევ ორი ნავი, რომელთა ბორტზე დაახლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა.

ინფორმაცია საბერძნეთის სანაპიროსთან მომხდარი ტრაგიკული ფაქტიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ გავრცელდა. მაშინ მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 500 დაკარგულად ითვლება. სავარაუდოდ, ისინიც დაიღუპნენ. ეს ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

მარშრუტი, რომლითაც მიგრანტები დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიცურავენ. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. აფრიკელები ხშირად უბრალო სათევზაო ნავებით გადაადგილდებიან, რომელიც ატლანტის ოკეანის ტალღებში ადვილად შეიძლება ამობრუნდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა