თეგებით ძიება

დიდხანს მეგონა, ალბათ, იგონებს რაღაცას და გვაგიჟებს-თქო, გული მისკდება! - ნატალია ქუთათელაძე ბავშვობის მეგობარს, მარიკუნა მიქატაძეს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება

გია ფერაძის შვილს, მარიკუნა მიქატაძეს მეგობრები ემშვიდობებიან.

სევდიან სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ნატალია ქუთათელაძე და ბავშვობის მეგობარს ემოციურ ტექსტს უძღვნის.

„ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაზე მკაფიო მოგონებები,რომელიც დაკავშირებულია ყველაფერთან რაც მაშინ ჩემთვის აკრძალული იყო ან დაუშვებელი ან უბრალოდ ასაკთან შეუფერებელი, დილამდე გაუჩერებელი სიცილი, საფრთხის შეგრძნება, თან ამ დროს ინტერესი, რისკიანობა, წვერში გატარებული ზაფხულები.

ამავე დროს მარიკა და ჯუნა, სიყვარულის მორევი, ზრუნვა, მოფერება, სიმღერა, ჯუნას ჯუჯღუნი, ღამე დარჩენის გამო გაცდენილი სკოლა,მერე უცებ ჩვენი დასჯა, მარიკას ულამაზესი ხელები, ცისიას წვალება,გაუთავებელი ცეკვა, მუსიკა აღრიალებული ყველგან, მუდმივად შეყვარებული ბიჭები, მერე ჩხუბი, ყვირილი, მერე ისევ სიცილი, სიგიჟე, ბრაზი, მერე ისევ სიცილი, ჩახუტება … აი ეს ყველა სიტყვა და ემოცია უკავშირდება ჩემს მოგონებებს მარიკუნასთან.

დიდხანს მეგონა ალბათ იგონებს რაღაცას და გვაგიჟებსთქო.

ან გიბრაზდები და თან გული მისკდება!!!

ერთი კი დანამდვილებით ვიცი, იქით ის ადამიანები გელოდებიან ვისაც შენ ყველაზე მეტად უყვარხარ!“- წერს ნატალია ქუთათელაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა