თეგებით ძიება

ინფექციების გავრცელების რისკი ზღვაზე და მთაში თანაბრადაა - რას ამბობს მაია ბუწაშვილი?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი BMGDRIVE-ს ეთერში აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანები ინფექციას ზღვის წყალთან აიგივებენ, თუმცა ინფექციას ერთად შეკრებილი ადამიანები იწვევენ და ზღვასთან ერთად საფრთხილოა მთის კურორტებიც.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურდება დიარეული დაავადებები, რადგან ყველა საკვებ თუ სასტუმრო ობიექტში ჰიგიენური პირობები სათანადოდ დაცული არ არის, მათ შორის პრობლემაა ისიც, რომ საკვებ ობიექტებში ხშირად არ არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რაც თერმული დამუშავებისთვის არის საჭირო.

„პრობლემაა აუზებიც, რადგან არსებობს პარაზიტები, რომლებსაც ვერ ერევა ქლორიანი წყალი. ასე რომ, ზღვაზე და მთაში თანაბრად არის ინფექციების გავრცელების რისკი და საშიშროება“, - განმარტავს მაია ბუწაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა