თეგებით ძიება

„მაშინ მივხვდი, რომ იმ ჟურნალისტს მაგრად გავულანძღივარ“ - რას იხსენებს გიორგი კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ერთმა ჟურნალისტმა მითხრა: ,,თქვენ ცნობილი ქართველი ინფლიუენსერი ხართ და.."  გულში ჩამრჩა, ვიფიქრე, ხომ არ გამლანძღა-მეთქი და საღამოს დავძებნე, თუ რას ნიშნავდა ეს ქართველი ინფლუენსერი; ვნახე, რომ არის ადამიანის ტიპი, რომელიც, ბუხართან ხაჭაპურს ჭამს, ღვინოს წრუპავს, ,,ნახეთ რა ლამაზი სამშობლო გვაქვს და რა ლამაზი სასტუმროაო" - ამბობს, ფონად გასაძლებად შუეძლებელ სიმღერებს იხმარს და ხალხი ტაშს უკრავს. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ეჭვი გამართლა - იმ ჟურნალისტს მაგრად გავულანძღივარ“, - წერს კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა