თეგებით ძიება

„ირაკლი ალასანიამ სამჯერ გადამარჩინა“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი აუზში დაიხრჩო, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი აზრით, პირველადი დახმარება უფროს კლასებშივე უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, მერე სწავლება, ცოდნის განმტკიცების მიზნით მეორდებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში და შემდეგ უკლებლივ ყველა სამსახურში, შრომის უსაფრთხოების ფარგლებში.

ეს უნდა იყოს საყოველთაო სავალდებულო ტრენინგი. პირადად მე, ალასანიამ გადამარჩინა სხვადასხვა დროს სამჯერ, მხოლოდ იმიტომ, რომ სამხედრო განათლება აქვს და იცის, მოულოდნელ სიტუაციაში რა გააკეთოს. ამიტომ, გადაწყვეტილი მაქვს, მხოლოდ მის წინაშე მოვკვდე ხოლმე.

როცა ახლოს არაა, თავს ვუფრთხილდები. გამექცა ისევ ხუმრობისკენ, მაგრამ სრულიად სერიოზულად, საყოველთაო უნდა იყოს ეს. მეტად თავდაჯერებულს გახდის ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სიტუაციაში. ამ ფიქრებით გამეღვიძა დილის შვიდზე.

ზედმეტად ბევრი ტრაგედია ხდება ირგვლივ და მინიმუმ ნახევარს ავირიდებდით, მზად რომ ვიყოთ ყველა, ნებისმიერი მოულოდნელი სიტუაციისას მოქმედებისთვის და სასოწარკვეთილი კივილის ნაცვლად მობილიზებული იყოს ჩვენი ქცევა“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა