თეგებით ძიება

„ვულოცავ მოჭადრაკეებსა და ჭადრაკით დაინტერესებულ ადამიანებს ამ დღეს“ - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

„20 ივლისი ჭადრაკის დღეა!

ეს არის საოცარი თამაში, ჭკვიანური, აზრიანი, გონიერი. მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას, მუდმივ ვარჯიშსა და წვრთნას.

ჭადრაკი აყალიბებს ხასიათს და აფართოებს თვალსაწიერს.

ძალიან კარგია, რომ სკოლებში სავალდებულო საგნად შეიტანეს.

ისწავლე და ითამაშე ჭადრაკი, თავად გამოსცადე მისი ხიბლი, სიღრმეები, უსაზღვრო შესაძლებლობები.

არ სცნობს ასაკს, სქესს, გამოცდილებას, სახელს. ის თანასწორია ყველასთვის.

მას შეუძლია ჯარისკაცი (პაიკი) ყველაზე მძლავრ ფიგურად აქციოს.

ვულოცავ მოჭადრაკეებსა და ჭადრაკით დაინტერესებულ ადამიანებს ამ დღეს.

საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა და ისიეთივე ძლიერი დედოფლების სამშობლოა, როგორც თავად დედოფალი (ლაზიერი) საჭადრაკო დაფაზე“ - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა