აზერბაიჯანის მოქალაქემ საქართველოში 3 მიგრანტი უკანონოდ გადმოიყვანა - დაკავებულია 4 პირი
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქემ თურქეთიდან საქართველოში თურქეთის ორი და მოლდოვის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე უკანონოდ გადმოიყვანა.
უწყების ცნობით, ორი ან მეტი პირის გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1982 წელს დაბადებულმა ს.ბ.-მ საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1993 წელს დაბადებული ა.უ, 1998 წელს დაბადებული ტ.ო. და მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული ტ.დ.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.