"ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება, წერტილი!" - "საქართველოსთვის"
პარტია „საქართველოსთვის“ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!".
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" საერთო პლატფორმა წარადგინეს, "ლელო" კი ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე მუშაობს, რომელიც, სავარაუდოდ, "გირჩი - მეტი თავისუფლებასთან" და "დროასთან" ითანამშრომლებს