რუსებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 100 უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს
რუსი სამხედროები აგრძელებენ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას. ოკუპანტებმა ამჯერად ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილიდან რუსეთში კიდევ 100 ბავშვი გაიტაცეს.
ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, რუსებმა ბავშვები ე.წ ბანაკებში "კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში" მონაწილეობის მისაღებად გაგზავნეს.