„როგორ წერია წმინდა წიგნში? ანტიქრისტე გამოაცხადებს თავს მხსნელადო?“ - ნათია ფანჯიკიძე ოდესაში დაბომბილი ფერისცვალების ტაძრის ფოტოებს აქვეყნებს
23 ივლისს გამთენიისას რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია. დაბომბვაში მოჰყვა ოდესის ფერიცვალების ტაძარი, რომელიც ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. მომხდართან დაკავშირებით ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
რუსეთის მომხრეობა უდრის სატანისტობას. როგორ წერია წმინდა წიგნში? ანტიქრისტე გამოაცხადებს თავს მხსნელადო? ვინ გამოაცხადა თავი მსოფლიოს განრყვნილებისგან მხსნელად? მართალი ხარ მრევლო - კირილმა და პუტინმა - წერს ნათია ფანჯიკიძე.