თეგებით ძიება

თბილისში უძრავი ქონება 13%-ით გაძვირდა – ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონია

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8%-ით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.

წლიურად, საცხოვრებელ ბინებზე ფასები 10.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2%-ით გაიზარდა.

ბინების კატეგორიაში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონია. მთაწმინდაზე 1 კვ.მ ბინის ფასი საშუალოდ 5167 ლარია. მთაწმინდას ოდნავ ჩამორჩება ვაკე, სადაც 1 კვ.მ ფასი 4404 ლარია.

ბინების სეგმენტში ყველაზე იაფი გლდანში 2891 და სამგორში 2718 ლარია.

რაც შეეხება კერძო სახლებს, ამ კატეგორიასაც მთაწმინდა ლიდერობს 1 კვ.მ 3776 ლარით. ყველაზე იაფი კი გლდანია 1955 ლარით.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით:


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა