თეგებით ძიება

"გამთენიას სიკვდილს ჩავხედე თვალებში, 7 ჭურვი ჩემგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა" - ქართველი მეზღვაური ოდესაში დახმარებას ითხოვს

ოდესის ოლქში ქართველი მეზღვაურები დაბომბვაში მოყვნენ. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად რენის პორტში, არსებული ცნობებით, არავინ დაშავებულა.

გამოცემას მეზღვაური მარად აბაშიძე უყვება, რომ ბერძნული კომპანიის გემი "აკომენა", რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავს, სამი დღეა რენის პორტშია გაჩერებული.

მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ, თუმცა არ იციან ვის მიმართონ, რომ პორტიდან უსაფრთხოდ გავიდნენ.

"გამთენიას სიკვდილს ჩავხედე თვალებში, 7 ჭურვი ჩემგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა...მაშინვე ყველა გავაღვიძე, როგორც კი, პირველი ჭურვის ჩამოვარდნის ხმა გავიგე. ვიდეოც გადავიღე და აი, გემბანზე პატარა კიბე რომ ჩანს, იქ ჩავწექი, სხვებიც ჩაწვნენ გემბანზე. სულ 7 აფეთქების ხმა გავიგე ჩემგან ძალიან ახლოს...ძირითადად განადგურდა პორტის რამდენიმე საწყობი, გემზე ჭურვი არ ჩამოვარდნილა, თუმცა ვნახეთ ანასხლეტები...რენი რუმინეთის საზღვართანაა, ჩვენ უკრაინის მხარეს ვდგავართ. გემის ჩატვირთვა შეწყდა და პორტიც დაცარიელდა, აქ აღარავინ რჩება. არ ვიცი, ვინ უნდა დაგვეხმაროს, ვითხოვთ ყურადღებას," - ამბობს "ბათუმელებთან" ქართველი მეზღვაური, მარად აბაშიძე და შველას ითხოვს.

მისი თქმით, გემზე მასთან ერთად კიდევ 5 ქართველი და 11 უკრაინელი მეზღვაურია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა