თეგებით ძიება

რატომ არის ზურგზე ძილი მოზრდილებისათვის სახიფათო?

არსებობს მოსაზრება, რომ მხოლოდ ზურგზე უნდა დაიძინო, რადგანაც ეს ყველაზე "ჯანსაღი" პოზაა.

როგორც წესი, ეს აიხსნება იმით, რომ ხერხემალი არ იხრება და ბუნებრივ მდგომარეობაშია.

არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მხოლოდ ზურგზე ან გვერდზე ძილი, და არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი ღამე ტრიალებენ და ვერ პოულობენ თავისთვის კომფორტულ პოზას. ნამდვილად მოქმედებს ძილის დროს პოზა ადამიანის ჯანმრთელობაზე?

მოზრდილებმა, თუ უკუჩვენებები არ არსებობს, კომფორტის გათვალისწინებით უნდა იხელმძღვანელოთ. ორთოპედებსა და ვერტებროლოგებს შეუძლიათ გირჩიონ კომფორტული და ფიზიოლოგიური ძილის პოზა კუნთოვანი სისტემის პრობლემების შემთხვევაში.

მაგალითად, თუ გაწუხებთ ბარძაყის სახსრის ოსტეოართრიტი (კოქსართროზი), მაშინ, რა თქმა უნდა, თქვენთვის კომფორტული პოზა იქნება გვერდზე ძილი ფეხებს შორის შორის მორგვით. ამ მდგომარეობაში, ბარძაყის სახსრის მიმდებარე კუნთები მოდუნდება, ადამიანი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.

თუ გაქვთ მუხლის სახსრის ოსტეოართროზი (გონართროზი), მაშინ ზურგზე პოზა ოდნავ მოხრილი მუხლის სახსრებით შვებას მოგიტანთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა მორგვი.

წელის დაავადებებისა და ოსტეოქონდროზის გამწვავების დროს ორთოპედები და ვერტებროლოგები გვირჩევენ დავიძინოთ ზურგზე მოხრილი მუხლებით და პატარა ბალიშით ზურგის ქვეშ. ეს პოზა „გახსნის“ ხერხემალს, სწრაფად მოხსნის ჩაჭედილი ფესვის ანთებას.

ყველა სხვა ადამიანისთვის, განცხადება, რომ ზურგზე ძილი უფრო ფიზიოლოგიურია არასწორია. პირიქით, არსებობს მთელი რიგი კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს პოზა უარყოფითად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ზურგის პოზიციაში ადამიანი, აწვება ფილტვებს საკუთარი წონით, ჟანგბადი უარესად შედის ორგანოებსა და ქსოვილებში და ვითარდება ჰიპოქსია.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა