საბერძნეთში სახანძრო ვერტმფრენი ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა
საბერძნეთში, კუნძულ კარიტოსთან, ხანძრის ქრობისას სახანძრო ვერტმფრენი ჩამოვარდა– ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქალაქ კარისტოსთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორივე პილოტი დაიღუპა. 34 წლის კაპიტანი ქრისტოს მულასი და 27 წლის ლეიტენანტი პერიკლე სტეფანიდესი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ.
პილოტების დაღუპვასთან დაკავშირებით საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, რომელიც 25-დან 27 ივლისამდე გაგრძელდება.