თეგებით ძიება

„ასეთ დედებს კი არ უნდა ვლანძღავდეთ, ბოდიშს უნდა ვუხდიდეთ მთელი საზოგადოება, რომ საზოგადოებად ვერ ვივარგეთ“ - მამუკა ჯუღელი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მამუკა ჯუღელი მიტოვებული ჩვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ბავშვის საავადმყოფოში დატოვება ყველაზე ეთიკური და სწორი გადაწყვეტილებაა, რომლის გაკეთებაც დედას შეუძლია ბავშვისთვის, რომლის მიტოვებაც უწევს (არა ის სჯობს ნაგვის ურნაში რომ აგდებენ).

ასეთ დედებს კი არ უნდა ვლანძღავდეთ, ბოდიშს უნდა ვუხდიდეთ მთელი საზოგადოება რომ საზოგადოებად ვერ ვივარგეთ, რომ ისეთი გარემო შევქმენით, სადაც შვილის დატოვების გადაწყვეტილებამდე მივიდა. 

ამ ქვეყანაში ქალები დაუცველები არიან არასასურველი ორსულობისგან, მიტოვებულნი არიან სახელმწიფოს მიერ მარტოხელა დედობისას, ამ ქვეყანაში ქალებს იძულებით აორსულებენ, იძულებით აბორტს უკეთებენ, კლავენ ქორწინების გარეშე სექსის ქონის გამო და თუ ბედი ისე დატრიალდა, რომ არასასურველი ორსულობა დადგა, სწორედ ის საზოგადოება გადაუვლის, რომელიც შვილის ყოლის გამო ბოზს დაუძახებდა, მშიერს დატოვებდა, გარიყავდა და გააუბედურებდა. 

იმ ინფორმაციის გამავრცელებელი ქალი კი, ექიმი კი არა, უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალი და ბოროტი ადამიანია, რომელსაც ბავშვის ბედი სულ ფეხებზე ჰკიდია“, - წერს მამუკა ჯუღელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა