თეგებით ძიება

ეს აღზრდის წესი არაა, როცა ბავშვი სიმართლეს არ ამბობს, მიზეზი აქვს - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი, შალვა ამონაშვილი აცხადებს, რატომ ამბობს ბავშვი ყველაზე ხშირად ტყუილს და როგორი მიდგომა უნდა აირჩიოს მშობელმა, თუ არ სურს, რომ ეს ჩვევა ბავშვს დიდობაშიც გაჰყვეს:

- როცა ბავშვი მართალს არ ამბობს, ამას თავისი მიზეზი აქვს. იმიტომ კი არ ამბობს ტყუილს, რომ ეხალისება, ან ჩვევაა, არ უნდა, რომ დედ-მამა გააღიზიანოს. მაგალითად, მშობლებმა რაღაც აუკრძალეს, მან მაინც გააკეთა. შემდეგ დედა რომ ეკითხება, რა მოხდა, ბავშვმა იცის, სიმართლეს თუ გაამხელს, შეიძლება გაუწყრნენ, დასაჯონ. ამიტომ, ყველაზე კარგი გამოსავალია, თქვას, რომ არ იცის. პატარა ბავშვი გიყურებს თვალებში და ისე გელაპარაკება, დაჯერება გაგიჭირდება. აქედან ორი გამოსავალია - ერთი, ვიცით, რომ გვატყუებს და ხმასაც ვიმაღლებთ, ვეუბნებით "როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს!", ბავშვს ვამხელთ და კედელთან ვაყენებთ. ბავშვიც ატირდება. თითქოს, ამით აღზრდა გვინდოდა. მაგრამ, ეს აღზრდის წესი არაა. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დაირჩინა გულში?! იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა. ხვალაც ელოდება, რომ თუ დედას, მამას მართალს ეტყვის, იგივე მოხდება. ამიტომ, ტყუილი გრძელდება და ჩვევაში გადადის. ისე მოატყუებს ადამიანი ადამიანს, ვითომც არაფერი.

როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ბავშვსაც და დიდსაც ჩვენში საიდუმლო განცდა გვაქვს და მას სინდისი ჰქვია. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. მან ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთოთ, ან რა- არა. თუ ბავშვს მოვუსმენთ და ვეტყვით, "ალბათ, თავისით გადმოვარდა ეს თეფში", თითქოს, მას დავეთანხმებით. უნდა ვითამაშოთ, ვითომ დავიჯერეთ ის, რაც ბავშვმა თქვა. ამ დროს ბავშვი საკუთარ თავში იგრძნობს, რომ შეცდომაში შეგვიყვანა, სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. გრძნობს, რომ დედ-მამა რაღაცას მიხვდა, მაგრამ არ გაამხილეს. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება. მაგრამ, მატყუარა გაიზრდება ბავშვი, როცა სიმართლის თქმას არ დავუფასებთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა