თეგებით ძიება

ვაშლი თუ სამოსი? - რა ეჭირა ხელში ვენერა მილოსელს?

ის უნაკლოა! ორი ათასწლეულის წინ შეიქმნა და დღემდე თანამედროვედ გამოიყურება. მისი ფიგურა იდეალური პროპორციისაა. მას სიყვარულის ქალღმერთ ვენერასთან აიგივებენ, თუმცა ამ ქალღმერთის ბერძნული სახელი აფროდიტეა. მილოსელს უწოდებენ, რადგან ორასი წლის წინ, ბერძენმა მეთევზემ კუნძულ მილოსზე აღმოაჩინა.

ამ ქანდაკებას უამრავი საიდუმლო უკავშირდება და დაკარგულ ხელებიც მათ შორისაა. არსებობს რამდენიმე თეორია იმის შესახებ, თუ როგორი იყო ხელების პოზიცია და რა ეჭირა ხელში ვენერას:

👉 ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ღვთაებას ცალ ხელში ვაშლი ეჭირა, ხოლო მეორე ხელით ჩამოვარდნილ სამოსს იჭერდა. ამ ვერსიას მეთევზის და გლეხების სიტყვები ამყარებს, რომლებმაც ქანდაკება აღმოაჩინეს. თუმცა ვარაუდს მითოლოგიური საფუძველიც აქვს: სიყვარულის ქალღმერთს ტროას მეფისწულმა გადასცა ვაშლი წარწერით „უმშვენიერესს“, რომლითაც პარისმა აფროდიტე ათენას და ჰერას ამჯობინა.

აღსანიშნავია, რომ ვაშლის ვერსიას ყველა არ ეთანხმება და მეორე, ასევე პოპულარულ ვერსიას ამჯობინებს, რომლის თანახმად, ვენერას მხრებისა და ტანის მდგომარეობა მიუთითებს, რომ ქალღმერთი ქსოვდა. შესაბამისად, ერთ ხელში ძაფი ეჭირა, ხოლო მეორით საქსოვ ხელსაწყოს მართავდა.

ამ ვერსიის მომხრეები თავიანთ ვარაუდს ქანდაკების ციფრული რეკონსტრუქციით ამყარებენ, რომელიც ადასტურებს, რომ ვენერას პოზა საქსოვ ხელსაწყოსთან მყოფი ქალის შეესაბამება. ასეთ კომპოზიციას ხშირად გამოსახავდნენ ანტიკვარულ ჭურჭელზე.

👉 კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, მოქანდაკემ სილამაზის კი არა, გამარჯვების ქალღმერთი ნიკე განასახიერა. მას ერთ ხელში ომის ღმერთის, მარსის ფარი უჭირავს, ხოლო მეორეთი სახელოვანი მებრძოლების სახელებს წერს. ამ ვერსიით აიხსნება ქალღმერთის ამაყი მზერა.

👉 არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა ქანდაკების მეწყვილეს შესახებ. ამ ვერსიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ვენერა მარცხენა ხელით ომის ღმერთის, მარსის მხარს ეყრდნობა.

👉 ამის გარდა არსებობს სხვა, ნაკლებად პოპულარული ვერსიები, რომელთა თანახმად, ქალღმერთს ხელში სარკე ან დაფნის გვირგვინი უჭირავს.

გაგრძელება


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა