თეგებით ძიება

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რა გელით 17 მარტს? - ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოჭარბებული ენერგია მოქმედებისკენ გიბიძგებთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც ახალი იდეებით ან პროექტებით შთაგაგონებენ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ — სიტუაცია შეიძლება იმაზე უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე თავიდან ჩანდა. საღამოს ყურადღება მიაქციეთ დეტალებს - უმნიშვნელო შეცდომამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. გარშემომყოფები აფასებენ თქვენს ქარიზმას, მაგრამ ფრთხილად იყავით და საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ. ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის, თუმცა ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

კურო

ამ დღეს სტაბილურობასა და ცვლილებებს შორის ბალანსის დაცვა მოგიწევთ. დილა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზებით დაიწყოს, რაც მატერიალურ მდგომარეობას უკავშირდება, თუმცა, არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯები, რომლებიც ბიუჯეტის გადახედვას მოითხოვს. დღის მეორე ნახევარში შინაგანი ხმა მიგანიშნებთ, ძალისხმევა საით მიმართოთ. საღამოს მოსალოდნელია გულწრფელი საუბრები ახლობლებთან, სადაც სიტყვებზე მნიშვნელოვანი ემოციები იქნება. ენდეთ ინტუიციას, განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და ოჯახურ საკითხებში.

 

ტყუპები

ეს დღე ინფორმაციის აქტიური გაცვლისთვის ხელსაყრელია. დილამ შეიძლება სიახლეები მოიტანოს, რომლებიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. იდეების გაზიარების სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ მზად იყავით, რომ თქვენს მოსაზრებებს ყველა არ დააფასებს. დღის მეორე ნახევარში მგზავრობა ან მოულოდნელი შეხვედრები გელით. გირჩევთ საღამოს მთელი ყურადღება შედეგების შეჯამებას დაუთმოთ. კითხვების დასმის ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც უხერხულად მოგეჩვენოთ.

 

კირჩხიბი

შინაგანი წინააღმდეგობებით სავსე დღეა. დილა შეიძლება ნოსტალგიური მოგონებებით ან განმარტოების სურვილით დაიწყოს. ეცადეთ წარსულს  არ ჩაუღრმავდეთ — დღის ენერგია შიშების დაძლევისკენ არის მიმართული. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სამუშაოსთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოვლენები, სადაც ყურადღება დეტალებზე უნდა გაამახვილოთ. საღამოს შეიძლება შემოქმედებით პროექტებთან დაკავშირებით მოულოდნელი შეთავაზებები მიიღოთ. გარშემომყოფები თქვენს მხარდაჭერას ელიან,  მაგრამ არც საკუთარი საჭიროებები უნდა დაივიწყოთ. ენდეთ ინტუიციას, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში და მოერიდეთ სიჩქარეს, რომელიც შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ.

 

ლომი

დილას შეიძლება საკუთარი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობა მოგეცეთ, თუმცა, ზოგს ეს შეიძლება არ მოეწონოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მოვლენები, რომლებიც შვილებს ან შემოქმედებით პროექტებს უკავშირდება და თქვენი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. საღამოს რომანტიკული სიურპრიზები ან მოულოდნელი აღიარებები გელით. გრძნობების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ, თუმცა ფრთხილად იყავით დაპირებების მიცემისას. გართობისთვის შესაფერისი დღეა, თუმცა ეცადეთ ფულის ხარჯვაში ზომიერება დაიცვათ.

 

ქალწული

ამ დღეს გეგმებში მცირე შეფერხებები გელით, მაგრამ თქვენი ორგანიზებულობა და შინაგანი დისციპლინა სირთულეების გადაჭრაში დაგხმარებათ. საღამოს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას - დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. ენდეთ ლოგიკას, მაგრამ ნურც ემოციებს უარყოფთ. სამომავლო გეგმების შედგენისთვის ხელსაყრეი დღეა.

 

სასწორი

ამ დღეს პირად სურვილებსა და გარშემო მყოფთა მოლოდინებს შორის წონასწორობის დაცვა მოგიწევთ. დილა შეიძლება მოულოდნელი ამბებით დაიწყოს, რომლებიც პარტნიორს ან კოლეგას უკავშირდება. თქვენი  დიპლომატიური თვისებები კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ, თუმცა ზედმეტ დათმობებს უნდა მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია შემოქმედებითი იდეების მოულოდნელი გააქტიურება. საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელიც თვალსაწიერს გაგიფართოვებთ. ეს დღე სოციალური კონტაქტებისთვის ხელსაყრელია, თუმცა ფინანსურ შეთანხმებებში ფრთხილად უნდა იყოთ. თქვენი ინტუიცია სანდო გზამკვლევი იქნება.

მორიელი

დილა შეიძლება შინაგანი დაძაბულობის შეგრძნებით დაიწყოს, რაც გადაუჭრელ პრობლემებს უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მოვლენები, რომლებიც პრიორიტეტების გადახედვას მოითხოვს. საღამოს მოულოდნელი საუბრები გელით, რომლებიც ვიღაცის საიდუმლოს ან ერთობლივ პროექტებს უკავშირდება. მოერიდეთ გარშემო მყოფებზე ზეწოლას და მათთვის საკუთარი აზრების თავზე მოხვევას. ხელსაყრელი დღეა რთული ამოცანების შესრულებისთვის, თუმცა გამუდმებით ემციები უნდა აკონტროლოთ. ენდეთ ინსტინქტებს, განსაკუთრებით მემკვიდრეობის ან ფსიქოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით.

მშვილდოსანი

ეს დღე ახალი შთაბეჭდილებების სურვილს გაგიძლიერებთ. დილა შეიძლება მოულოდნელი მოწვევით ან მოგზაურობასთან დაკავშირებული იდეით დაიწყოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდენს. სავარაუდოდ, საღამოს ფილოსოფიურ თემებზე ან სულიერ ფასეულობებზე დისკუსიები გაიმართება. ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმის, თუნდაც ისინი საკამათო იყოს. ეს დღე ხელსაყრელია პიროვნული განვითარებისა და სამომავლო გეგმების შედგენისთვის.

 

თხის რქა

პასუხისმგებლობების გადანაწილების და პრიორიტეტების გადახედვის დღეა. დილა შეიძლება მუშაობითა და ფინანსურ საკითხებზე ფიქრით დაიწყოს. ფრთხილად იყავით დაუგეგმავ ხარჯებთან — ამ დღეს ოჯახური  ბიუჯეტის მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მოულოდნელი შეხვედრები ან საქმიანი შეთავაზებები გამოჩნდეს. გირჩევთ საღამოს გარკვეული დრო ოჯახურ საკითხებს დაუთმოთ — ახლობლებთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

 

მერწყული

ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით. დილა შეიძლება ახალი იდეებითა და შთაგონებით დაიწყოს. თქვენი ორიგინალურობა და შემოქმედებითი მიდგომა გარშემო მყოფების ყურადღებას მიიპყრობს. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი დიალოგები ან თანამშრომლობის შეთავაზებები გელით. გირჩევთ საღამოს მეგობრებს და თანამოაზრეებს მეტი ყურადღება დაუთმოთ  — კოლექტიური საქმიანობა განსაკუთრებულად ნაყოფიერი იქნება. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მოსაზრებები თამამად გამოხატეთ.

 

თევზები

ემოციურად დატვირთული დღეა. ინტუიცია განსაკუთრებით გაძლუერებულია, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გმართებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სამსახურთან დაკავშირებული ახალი პერსპექტივები ან შემოქმედებითი გეგმები. საღამოს ეცადეთ დასვენებას მეტი ყურადღება მიაქციოთ, რომ ახალი სამუშაო კვირისთვის ძალების აღდგენა შეძლოთ.  ეცადეთ ნეგატიურ ემოციებს თავი აარიდოთ და სულიერი სიმშვიდე იპოვოთ. მუსიკა, მედიტაცია ან საყვარელი საქმე სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.  

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა