თეგებით ძიება

ნუ შეიძენთ ორად გაყოფილ საწოლს - მშვიდი ძილის და ბედნიერი ცხოვრების რამდენიმე წესი

მრავალი კვლევის მიხედვით, ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების დაახლოებით მესამედს ძილში ატარებს. ამ დროს ორგანიზმი ძალებს აღიდგენს - კოლაგენი და მისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებები აქტიურად იწარმოება და ტოქსინები გამოიყოფა.

შესაბამისად, ხარისხიანი ძილი ადამიანის სიჯანსაღისა და ენერგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საწოლის მდებარეობა დიდწილად განსაზღვრავს, თუ როგორ გრძნობთ თავს ადამიანი.

როგორ დავდგათ საწოლი საძინებელში

საწოლის სიმაღლე მუხლის სიმაღლეს 7 სმ-ით უნდა აღემატებოდეს, სიგრძე კი ოჯახის ყველაზე მაღალი წევრის სიმაღლეზე 10 სმ-ით დიდი უნდა იყოს.

საწოლის ყველაზე ხელსაყრელი ადგილმდებარეობა გახლავთ კედელთან. ეს სიმყუდროვისა და დაცულობის შეგრძნებას ქმნის.

საწოლი ისე უნდა დადგათ, რომ ყველა მხრიდან ხელმისაწვდომი იყოს. ნუ გადატვირთავთ ზედმეტი ნივთებით მისკენ მიმავალ გზას. საძინებელში ნებისმიერი დეტალი რაიმე ენერგეტიკის მატარებელია.

განათავსეთ საწოლი კარებიდან რაც შეიძლება შორს. ყოველდღიური საქმეები და ფუსფუსი არ უნდა გიშლიდეთ ხელს საძინებელში.

ბრის, ნახატისა და თაროების ადგილი არ არის საწოლის თავზე.

სასურველია, რომ შემოსასვლელი კარი ჩანდეს საწოლში მწოლიარე ადამიანისთვის. ამგვარად ძილი უფრო მშვიდი იქნება.

თუ პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობები გსურთ, ნუ შეიძენთ ორად დაყოფილ საწოლს. ეს ხაზი კამათის საბაბი შეიძლება გახდეს.

და გახსოვდეთ, საძინებელში მუდამ სისუფთავე უნდა იყოს. გამოცვალეთ თეთრეული კვირაში ერთხელ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლეიბი დროდადრო უნდა გადააბრუნოთ.

გახსოვდეთ, რომ კარგი ძილი ჯანმრთელობის გასაღებია, ხოლო სწორად მოთავსებული საწოლი კარგი ძილის საწინდარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა