თეგებით ძიება

როგორ გავახაროთ ბზა სახლის პირობებში?

გვიახლოვდება ბაიას კვირა, რომელსაც საქართველოში ბზობას უწოდებენ. ეს არის ქრისტიანული სამყაროს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. ბზობა არის სიცოცხლის, გაზაფხულის და სიკეთის სიმბოლო და აღდგომის მთავარი მაუწყებელი, რომელსაც სულმოუთქმელად ელის ქრისტიანული სამყარო...

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება კოლხური ბზის მოვლისა და გამრავლების წესები. რა უნდა ვიცოდეთ, რომ თავად შევძლოთ ამ უნიკალური მცენარის გახარება?

„საქართველოში ძირითადად ვხვდებით ბზის 4 სახეობას: ჩვეულებრივი ანუ მარადმწყვანე, წვრილფოთოლა, იაპონური და ბალეარული. კოლხური ბზა (Buxus colchica pojark) მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა, რომელიც მიეკუთვნება ბზისებრთა (bixaceae Dum) ოჯახს და კარგი მოვლის პირობებში იზრდება 18მ სიმაღლის და 50სმ დიამეტრის.

ბზა (Buxus)

გამრავლება: მისი გამრავლება შესაძლებელია თესლითა და კალმით. თესლით გამრავლებას მისი სუსტი ზრდის ნაზარდის გამო არ მიმართავენ, ამიტომ უპირატესია დაკალმებით გამრავლება.

გასამრავლებლად ვიღებთ 7-8 სმ-იან გახავებეულ კალამს და დაფესვიანების დასაჩქარებლად ვიყენებთ სპეციალურ ნაზავს, ვათავსებთ რამდენიმე სთ-ის განმავლობაში და შემდეგ გადაგვაქვს სპეციალურ სუბსტრატში. ძირითადი პირობაა, რომ შევუქმნათ მუდმივი ტენი. ასეთ პირობებში დაფესვიანება დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

დარგვა: დარგვა რეკომენდებულია გაზაფხულზე. ღია გრუნტში დარგვისას, საჭიროებს ნოყიერ და ფხვიერ ნიადაგს. გადარგვის დროს, თუ ღია ფესვთა სისტემით გვაქვს ნერგი, რეკომენდებულია ფესვების დამუშავება სპეციალური სამუშაო ხსნარით, ხოლო საჩითილე ჭიქის შემთხვევაში, ნერგი გადადის თავის სუბსტარტიანად ნიადაგში. გადარგვის დროს სასურველია არ დაზიანდეს მცენარის ფესვი და მოვრწყათ დრულად და გამოკვებოთ სტიმულატორით.

გამოკვება: გადარგვის შემდეგ საჭიროებს გამოკვებას, ყოველ 7-10 დღეში ერთხელ წყალში ხსნადი სასუქებით.

მორწყვა: გვალვიან პერიოდში საჭიროებს უფრო უხვ მორწყვას, ვიდრე ზამთარში (ზამთარში საჭიროებს ზომიერ რწყვას). მისთვის არაა რეკომენდებული არც გადაჭარბებული ტენი და არც მისი დეფიციტი. ქოთნის ბზის შემთხვევაში მიზანშეწონილია ქოთნის მოსარწყავის გამოყენება, საიდანაც თვითონ მცენარე შეითვისებს იმ რაოდენობის ტენს, რაც მისთვის იქნება რეკომენდებული.

კახეთიდან ბზებს სამეგრელოში "წავიყვან" და გავახარებ" - კვირის პალიტრა

რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

• ბზის ფოთლების წვენი ძალიან შხამიანი და საშიშია. შეინახეთ მცენარე ბავშვებისგან და შინაური ცხოველებისგან მოშორებით

• ოთახში ბზა გამოყოფს არომატულ ნივთიერებებს. ეს არის კარგი ანტისეპტიკი და დაგეხმარებათ იმუნიტეტის დაცვაში

• ბზის ყვავილი არის მდიდარი თაფლოვანა, ანუ შეიცავს ნექტარს და არ გაგიკვირდეთ, თუ ხანდახანს ფუტკარი გესტუმრებათ

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში ბზა მდიდრულად იზრდება, მისი ზოგიერთი სახეობა გადაშენების პირასაა.

მაგალითად, კოლხური ბზა (იხ. ფოტო), რომელიც შავიზღვისპირეთის ტყეებში ბინადრობს, შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. თუ ტყეში სალაშქროდ წახვალთ და სადმე ნახავთ მას, ფრთხილად მოეპყარით. ეს არის ჩვენი სამშობლოს იშვიათი რელიქტი (ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც არსებობს ერთ კონკრეტულ არეალში) და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ იგი საერთოდ გაქრეს, მითუმეტეს ხელოვნური გზით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა